ინდუსტრიული მუშათა კლასის ბრძოლა და ნაციონალიზაციის ჰორიზონტი საქართველოსთვის
ორი სიტყვა ჭიათურელი მაღაროელების გაფიცვაზე
© JAMnews
2023 წლის ივნისის დასაწყისში ჭიათურელი მაღაროელები გაიფიცნენ. ანთროპოლოგი და სოციალისტური მოძრაობა „ხმის“ წევრი გიორგი ხასაია მიიჩნევს, რომ ეს სიახლე იყო ქართული პროტესტის ისტორიაში, სადაც აქამდე დომინანტური საშუალო კლასის მაგივრად, პირველად გაისმა მუშათა კლასის ხმა და გამოიხატა მათი ინტერესი. ეს ინტერესები, გადაჯაჭვულია საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან, კერძოდ მიწის და ბუნებრივი რესურსების ფლობის საკითხთან, რომელსაც ამჟამად, 2003 წლის შემდგომი და მიმდინარე პრივატიზაციის შედეგად მნიშვნელოვნად ფლობს მსხვილი რუსული პოსტსაბჭოთა ოლიგარქიული კაპიტალი.
ქართული English Русский
ჭიათურელი მაღაროელები საქართველოს პარლამენტის შენობის წინ სახელდახელოდ მოწყობილ ეკრანზე აჩვენებენ მათ მიერვე მაღაროში მობილური ტელეფონით გადაღებულ კადრებს, რომლებზეც მათი შრომა და შრომის პირობებია ასახული. კადრებში ჩანს
ჭიათურელი მაღაროელები ივნისის დასაწყისში გაიფიცნენ და 14 მოთხოვნა წამოაყენეს, რომელთა შორის იყო ხელფასის
ჭიათურა მონოქალაქია, მისი ეკონომიკური ცხოვრება ერთი ტიპის წარმოებაზეა მიბმული და ქალაქის ყოველდღიურობას ძირითადად მაღაროელების ხელფასები წარმართავს. ამიტომ თანაქალაქელების მხრიდან სოლიდარობა, რომელიც მაღაროელების პროტესტს მოჰყვება ხოლმე, ძალდაუტანებელია. გაფიცვის დღეებში მაღაროელების მსვლელობებს უერთდებოდნენ მასწავლებლები და მოსწავლეები, მაღაზიებს კეტავდნენ მფლობელები და გამყიდველები, რომ პროტესტს შეერთებოდნენ. გაფიცვის დაწყებიდან
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ალბათ ყველა მასშტაბურ აქციას, რომელიც კი ამ ადგილას გამართულა, საშუალო კლასის კოლექტიური გონი მართავდა. საშუალო კლასის, რომელიც მთავარ ურბანულ სივრცეში პროტესტების ორგანიზებას მიეჩვია, ამ სივრცის დაკავების მთავარი ექსკლუზივი შეიძინა, შეიძინა ინფრასტრუქტურული უპირატესობები და გამოიმუშავა ურთიერთდაკავშირების ქსელური სტრუქტურა. აქ არ ვგულისხმობ იმას, რომ ყველა მნიშვნელოვან აქციაზე საშუალო კლასი უმრავლესობას შეადგენდა. არსებითად, ამ აქციებზე საშუალო კლასი ფიზიკურად შესაძლოა, უმცირესობაშიც კი იყო, მაგალითად მარტის აქციებზე, ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამოსვლების დროს, მაგრამ იმ აქციებზე, სადაც მშრომელებიც იდგნენ, სტუდენტებიც და ლუმპენიზებული ჯგუფებიც, მოქმედების წესს საშუალო კლასის გონი განსაზღვრავდა — რაც პირველ რიგში გულისხმობს კერძო საკუთრების უპირობო უზენაესობას, ბურჟუაზიულ ნაციონალიზმს და პიროვნული თავისუფლების პრიმატს.
ამჯერად კი ისმოდა სხვა ხმა, სხვა ლაპარაკი, სხვა ტიპის საჯარო შესრულება, რომელსაც იერიში სწორედ კერძო საკუთრებაზე მიჰქონდა და ამ ლაპარაკის პროცესში კლასობრივსა და და ნაციონალურ საკითხს ერთმანეთთან ბუნებრივად აახლოებდა. ამ აქციებზე პირველად გაისმა ნაციონალიზაციის მოთხოვნა, რომელიც მშრომელებისგან იშვიათად გვესმის ხოლმე. მაღაროელმა სიმონ მიქაცაძემ აქციაზე გამოსვლისას თქვა: „უნდა მოვითხოვოთ ბუნებრივი რესურსების ნაციონალიზაცია. მოგება უნდა მივიდეს თითოეულ ქართველთან, რომ უფრო კარგი პენსია იყოს, რომ მომავალმა თაობამ გაიხაროს და არა კაპიტალისტებმა“.
ისტორიკოსი რონალდ გრიგორ სუნი წერდა, რომ ის ფაქტი, რომ
ისტორია მუშათა კლასს საჭირო დამთხვევებით არ ანებივრებს. ამ საქართველოში ყველაფერი ისე არ არის, როგორც მაშინ, თუმცა ნაციონალიზაციის ჰორიზონტის დასახვა თავისთავად მნიშვნელოვანია. კლასობრივისა და ეროვნულის მიახლოებაში ბუნებრივი რესურსების საკითხი ქართველებისთვის ახალ მნიშვნელობას იძენს. ეს პროცესი ნამოხვანის მოძრაობით დაიწყო, რომელიც მიწის საკითხის გარშემო ორგანიზდა. ბუნებრივი რესურსების საკითხი მიწის საკითხთანაა გადაჯაჭვული და ერთის გააქტიურება ძალდაუტანებლად იწვევს მეორეს გააქტიურებასაც, როგორც ჭიათურაში მანგანუმის მოპოვების პროცესის საჭირო დროით გაჩერება იწვევს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის გაჩერებას, ხოლო ორივე ერთად აჩერებს ტყიბულის შახტებში ქვანახშირის მოპოვების პროცესსაც.
ამასთან ერთად, ქართული პრივატიზაციის პროცესი განსაკუთრებით 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ კახა ბენდუქიძემ ისე მოაწყო, რომ რუსული კაპიტალის მფლობელობაში მოექცა როგორც სპილენძისა და ოქროს საბადოები ბოლნისში (ბოლო წლების მთავარი საექსპორტო საქონელი საქართველოდან), ისე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები. აქ რუსული იმპერიალიზმის მიმართ საქართველოში არსებული წინააღმდეგობა, რომელიც თავის სადინარს ძირითადად ბურჟუაზიულ ნაციონალიზმში პოულობს, სწორ პერსპექტივას მასში კლასობრივი კონფლიქტის აღმოჩენით მიიღებდა. იმავდროულად, ადგილობრივი ბურჟუაზია უაღრესად რეგრესულია და ქართველები მათ ძარცვას საკუთარ ტყავზე გრძნობენ აფთიაქებისა (რომელიც
ჭიათურაში მანგანუმის მოპოვების ისტორია 1897 წლიდან იწყება. 15 წელიწადში ჭიათურის მანგანუმი რკინიგზით ზესტაფონს დაუკავშირდა, ხოლო ზესტაფონის გავლით — ფოთს და საექსპორტო საქონელი გახდა. 1913 წელს ჭიათურიდან ბათუმის გავლით მილიონი ტონა მანგანუმი გავიდა, რაც მსოფლიო ბაზრის ნახევარს შეადგენდა. და სწორედ ამავე წელს, ჭიათურის არსებობის მანძილზე
პირველი რესპუბლიკის დროს, სოციალ-დემოკრატიულმა მთავრობამ გერმანელებს საქართველოს პორტებში ყველა გემის გამოყენების უფლება და მადნეულის მოპოვებასა და ექსპორტზე მონოპოლია მისცა. 1918 წელს გერმანელებმა, რომლებზეც საქართველოს მთავრობა დიდ იმედს ამყარებდა, ზავს ხელი მოაწერეს. 1920 წლისთვის მანგანუმის მოპოვება
კარლს მარქსის მიხედვით, ინდუსტრიული საწარმო კლასობრივი დაპირისპირების გულისგულია, რომელიც ორ ძირითად ჯგუფს მოიცავს — ერთი კაპიტალია, ან კაპიტალისტები, ხოლო მეორე — დაქირავებული შრომა, ან დაქირავებული მშრომელები. მათი ინტერესები წინააღმდეგობრივია და ეს წინააღმდეგობრიობა ქმნის კონფლიქტს და აყალიბებს კონფლიქტურ ურთიერთობებს. ჭიათურაში მანგანუმის მოპოვების ყოველ ეტაპზე ეს კონფლიქტი ისტორიულ სცენაზე ამოდის და ამ ბრძოლაში ჭიათურელი მაღაროელი დაუმორჩილებელი ინდუსტრიული მშრომელის სახეს ქმნის. გაფიცვების და წინააღმდეგობის გრძელ პროცესში ჭიათურელი მაღაროელი უკეთეს შრომით პირობებსაც აღწევდა და რევოლუციურ საქმიანობაშიც მონაწილეობდა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჭიათურის მაღაროებში მადნის მოპოვება 2006 წლამდე, მის პრივატიზებამდე შეწყდა. პრივატიზდა როგორც მანგანუმის მოპოვების ლიცენზია, ასევე ფეროშენადნობთა ქარხანა ზესტაფონში და ვარციხეჰესი. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში წარმოებული ფეროშენადნობები ჭიათურაში მოპოვებული მანგანუმით მზადდება, აქვე მოიხმარება ტყიბულში წარმოებული ქვანახშირის მნიშვნელოვანი ნაწილიც. ჭიათურის და ზესტაფონის მფლობელი ჯორჯიან მანგანეზ ჰოლდინგ ლიმითედია, ხოლო მისი მფლობელი ჯორჯიან ამერიკან ელოიზი, რომლის მფლობელიც პრივატ ჯგუფია და სწორედ პრივატ ჯგუფის მფლობელობაში ილანდება ამჟამად სანქცირებული უკრაინელი ოლიგარქი კოლომოისკი.
მაგრამ დავუბრუნდეთ გაფიცვას და გაფიცულ მაღაროელებს. ვთქვით, რომ ნაწილი ჭიათურაში დარჩა, მათი ნაწილი შიმშილობდა, ხოლო ნაწილმა პირი ამოიკერა. მაღაროელების მცირე ჯგუფი კი თბილისისკენ გაემართა და პარლამენტის წინ დაიწყო საპროტესტო აქციები, რომელმაც არა ძალიან მრავალრიცხოვანი, მაგრამ თავისი მხარდამჭერი იპოვა — სტუდენტების, ე.წ. კრეატიულ შრომაში პრეკარულად დასაქმებული ახალგაზრდების, რამდენიმე მემარცხენე მოძრაობისა და სხვადასხვა დამოუკიდებელი პროფკავშირების სახით. ჭიათურაში ბლოკირებული იყო ყველა გზა, რომლითაც ზესტაფონში მანგანუმის გატანა შესაძლებელია. ხოლო ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას ჭიათურის მანგანუმი ჭირდება, სხვა შემთხვევაში ის იძულებული ხდება წარმოების პროცესი გააჩეროს. წარმოების პროცესის გაჩერება საწარმოს, რომლის წარმოებული პროდუქცია საქართველოს მთლიან ექსპორტში
შიმშილობაზე ან/და პირის ან თვალის ამოკერვაზე, როგორც ბრძოლის ტაქტიკაზე წარსულშიც ბევრი თქმულა და ახლაც ბევრი ითქვა. ამ საიტზე გამოქვეყნებულ წინა წერილში ვწერდი თვითდაზიანების მტრის დაზიანებით შეცვლის აუცილებლობაზე. მეგობარი მაღაროელების შიმშილობამ, ისევე როგორც პირისა და თვალების ამოკერვამ, დანარჩენ მაღაროელებს ბრძოლის გარკვეულ ეტაპზე საუკეთესო სამსახური არ გაუწია. მოშიმშილე მეგობრების მდგომარეობამ შეიძლება გაიძულოს, დათანხმდე ისეთ პირობებს, რასაც სხვა შემთხვევაში არ დათანხმდებოდი. მოშიმშილე მეგობრის მდგომარეობამ შეიძლება დაგათმობინოს. ამიტომ დაზიანების ადრესატი უნდა შეიცვალოს — თვითდაზიანება უნდა შეიცვალოს მტრის დაზიანებით — ისე, რომ მან დაიწყოს მოგების დაკარგვა. ეს მას ყველაზე მეტად აზიანებს. და როცა ზიანდება, ვხედავთ კაპიტალისტებს, რომლებიც მოგებას კარგავენ და იძულებულები ხდებიან, დათმონ. მითუმეტეს, მაღაროელებმა იცოდნენ, რომ გაფიცვის გაგრძელებით და ჭიათურასთან ერთად ზესტაფონშიც კრიზისის შექმნით, კრიზისს შეუქმნიდნენ მთლიან წარმოების ჯაჭვს. ამ კრიზისის შექმნას დრო ჭირდება — იმდენი, რამდენიც ზესტაფონის ქარხანაში ქურის გაცივებას დაჭირდება. ლოგიკურია, რომ მოშიმშილე ამხანაგების ყოველდღიურად გაუარესებულ ჯანმრთელობაზე ფიქრი, პროცესის გაწელვის შესაძლებლობას არ მოგცემს. ამასთან ერთად უნდა ვთქვათ, რომ მაღაროელებმა შიმშილობით და პირის ამოკერვით ფიზიკური სიმამაცე გამოავლინეს. საერთო ჯამში კი მათ აჩვენეს ფიზიკური და ინტელექტუალური სიმამაცე, რომელიც ჩვენს ხალხს წყალივით ჭირდება. ამ სიმამაცეს დიდწილად სამუშაო ადგილი განსაზღვრავს — მაღაროელებიც და მეშახტეებიც სიკვდილთან ზედმეტად ახლოს არიან. სწორედ სიკვდილთან ხშირი სიახლოვეა ამ სიმამაცის წყარო. მოვლენები ასეა მოწყობილი, დიალექტიკურად — სადაც ყველაზე დიდი ხიფათია, ხსნაც იქ არის. სწორედ მაღაროელების სიკვდილთან სიახლოვის გამო, კაპიტალი ბოლომდე ვერასდროს იბატონებს მათზე, რადგან ბატონს ბატონად მოწინააღმდეგის მხრიდან სიკვდილის შიში ხდის.
ზევით ვთქვით, რომ ჭიათურაში მოპოვების პროცესის დიდი ხნით გაჩერება და ასევე უკვე მოპოვებული მადნის ბლოკირება, ქალაქიდან მისი გატანის გზების ბლოკირება, საფრთხეს უქმნის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას. ეს კი სერიოზული პრობლემის წინაშე აყენებს კომპანიას — წყდება მიწოდება, იკარგება ფული და ჩერდება წარმოების პროცესი, რომლის აღდგენას მრავალმილიონიანი დანახარჯი ჭირდება. ამ საფრთხის მოახლოებასთან ერთად კომპანიამ ერთის მხრივ ბინძურ ტყუილებზე დაფუძნებული კამპანია წამოიწყო მაღაროელების წინააღმდეგ სამთავრობო ტელევიზიების მეშვეობით, ხოლო მეორეს მხრივ საქმეში გაერთიანებული პროფკავშირები ჩართო ირაკლი პეტრიაშვილის მეთაურობით, რომელიც საქართველოში მშრომელთა უკმაყოფილების მთავარ მეხამრიდად იქცა ელიტებისთვის და ვისი დახმარებითაც საქართველოში მშრომელები ცხოვრების ისეთ დაბალ სტანდარტს მიაჩვიეს, როგორსაც რეგიონში ვერ ნახავთ. მრავალსაათიან მოლაპარაკებების შედეგად მაღაროელები დათანხმდნენ ხელფასების
გაფიცვის დასრულების შემდეგ ჭიათურა სიხარულით შეხვდა მოშიმშილეებს და თბილისში პარლამენტის წინ მოპროტესტე მაღაროელებს. ქალაქი თავაწეული შეხვდა თავის შვილებს, ვისი კუნთებით, გონებით და ნერვებითაც საოცრად ლამაზი ჭიათურა, ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე მდგარი ქალაქი, გაშავებული მდინარე ყვირილათი და ონკოლოგიური დაავადებების საგანგაშო მაჩვენებლით, უკეთესი მომავლისთვის იბრძვის.
მაღაროელების მიერ ნაჩვენები ფიზიკური და ინტელექტუალური სიმამაცე ორი აუცილებელი პირობაა იმისთვის,რომ ქართველებს დამცირების გრძნობა და ხვალინდელი დღის შიში გაუქრეთ. ცვლილებები არ მოვა როგორც ჰუმანიტარული დახმარება და არც როგორც წყალობა. ცვლილებებს ჭირდება ფიზიკური და ინტელექტუალური გამბედაობა, რომლის ეპიზოდური მაგალითი მაღაროელებმა მისცეს ინდუსტრიულ მუშათა კლასს და მშრომელებს მთლიანად. რომელიც შევიწროების, ძარცვის, დაზიანების მიუხედავად, ფეხზე დგას და იბრძვის.
საქართველოს მალე ალბათ ნაციონალიზმის ტალღა გადაუვლის. გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ბურჟუაზიული ნაციონალიზმი იქნება — ნაციონალიზმი, რომელიც წყალგამყოფს ავლებს ნაციონალურ მიკუთვნებულობაზე და ერთი ერის შიგნით ანტაგონისტური კლასების ერთიანობის ილუზიას ამკვიდრებს. ერთიან ნაციონალისტურ ილუზიაში კლასობრივი განზომილების გაჩენა სოციალისტურ თეორიას და პრაქტიკას შეუძლია, მუშათა კლასის მოწინავე ნაწილთან ერთად.